საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე ხურდებოდა და ბურთს კარში ურტყამდა, ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა კი "მამლების" გულშემატკივარს მოხვდა, რომელმაც მცირე დაზიანება მიიღო.
პსჟ-ის ფორვარდი მაშინვე მასთან მივიდა და ბოდიში მოუხადა, მატჩის შემდეგ კი თავისი მაისური აჩუქა.
მბაპეს საფრანგეთისა და მაროკოს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გოლი არ გაუტანია, თუმცა მისმა გუნდმა 2:0 მაინც იმარჯვა და 18 დეკემბერს ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება.