"დემბელეს ყველაზე სულელური პენალტი" - იტურალდე გონსალესი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში დაამარცხა საფრანგეთი. პირველ ტაიმში ფრანგების კარში თერთმეტმეტრიანი იმის გამო დაინიშნა, რომ უსმან დემბელემ ანხელ დი მარია წააქცია და ლეო მესიმ ანგარიში გახსნა. პოლონელი შიმონ მარჩინიაკის მსაჯობა ყოფილმა არბიტრმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა შეაფასა.

"ყველაზე სულელური პენალტი. ასეთ სიტუაციაში ვინც წინაა, დიდი ალბათობით წამოედება ფეხზე იმას, ვინც უკან ძალიან ახლოსაა. საერთოდაც პოლონელმა შთამბეჭდავად იმსაჯა", - განუცხადა იტურალდე გონსალესმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ ეს იყო ?
maxo
13:12 25-12-2022
0
სულ ეს იყო ?
maxo
13:12 25-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული