"შენზე მეტად თასს არავინ იმსახურებდა" - მარადონას შვილმა მესის ჩემპიონობა მიულოცა

AutoSharing Option
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა დიეგო მარადონა-უმცროსმა "ინსტაგრამით" ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

"2022 წლის 18 დეკემბერი. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია!

შენ გამო ვხარობ, რადგან შენზე მეტად თასს არავინ იმსახურებდა! მიხარია ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის გამო!

თავს მუდამ არგენტინელად მივიჩნევდი. ჩემი მამა ზეცაში ზეიმობს. ვერ წარმოიდგენ, რა ძლიერ მინდა ჩაგეხუტო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მესი საუკეთესო ხართ მსოფლიოში იყავით და იქნებით მიყვარხარ ❤️
სოფია
12:15 20-12-2022
0
მსაჯმა და არგენტინამ დიდი წვალების შემდეგ მოიგეს. პირველი პენალტი აჩუქა არგენტინელებს მსაჯმა და საფრანგეთს ერთი მოპარა. არადა ამდენი ვიდეო მსაჯები დასხეს და როცა როგორ უნდათ ისე ატრიალებენ. მესი როცა ფორმაში იყო ნაკრების თამაშებზე დასეირნობდა და ფულს აკეთებდა, არადა ამაზე ძლიერი შემადგენლობით იყო არგენტინა. ხოდა ახლა ეს 36 წლის საშუალო დონეზე დასული მესი გახადეს ჩემპიონი რომლებმაც არაბებთან წააგეს! თამაშები ტყუილი პენლებით და მსაჯების დახმარებით მოიგეს. ერთადერთი დი მარია იყო ღირსი იმიტომ რომ ადრეც და ახლაც ეგ თამაშობდა მონდომებით.
რაც დიეგო ის მისი შვილი
11:37 20-12-2022
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული