თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ფეხბურთელის დედა გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ქალბატონი ანტონია ფარიასი არგენტინის ნაკრების მზარეულია.
ანტონია ნაკრებში 10 წელია მუშაობს და ყველა მოგზაურობაში თან ახლავს. ის "ალბისელესტეს" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება და მას თილისმასაც კი უწოდებენ.
მესისთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ფარიასს მთელი გუნდი აღმერთებს, ფეხბურთელები კი მას დედად აღიქვამენ.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანტონია მუშაობდა დიეგო იაკოვონესთან ერთად, რომელიც კურირებდა მთელ სამზარეულოს.
არგენტინელები 2022 წლის მუნდიალზე კერძების ორგანიზებაში სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. გუნდმა კატარში თან წაიღო 2600კგ საქონლის ხორცი და საკუთარი გრილი.
ეს იყო სკალონის იდეა - ისინი ვახშამზე ერთად იცინოდნენ და ხუმრობდნენ, რაც გუნდურობას და ერთიანობას კიდევ უფრო განამტკიცებდა...
სუარესი მესის გამო არგენტინაში მეუღლესთან ერთად ჩაფრინდა, რათა ლეოსთვის მსოფლიო ჩემპიონობა მიელოცა