ყველა ფიქრობდა, რომ ის ლეოს დედა იყო - ვინ არის სინამდვილეში ქალი, ვისაც მესი მუნდიალის მოგების შემდეგ თბილად ჩაეხუტა და მას არგენტინელი ფეხბურთელები აღმერთებენ

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ერთ-ერთი ქალბატონი მოედანზე შევარდა და ლიონელ მესის თბილად ჩაეხუტა.

თავდაპირველად გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ფეხბურთელის დედა გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ქალბატონი ანტონია ფარიასი არგენტინის ნაკრების მზარეულია.

ანტონია ნაკრებში 10 წელია მუშაობს და ყველა მოგზაურობაში თან ახლავს. ის "ალბისელესტეს" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება და მას თილისმასაც კი უწოდებენ.

მესისთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ფარიასს მთელი გუნდი აღმერთებს, ფეხბურთელები კი მას დედად აღიქვამენ.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანტონია მუშაობდა დიეგო იაკოვონესთან ერთად, რომელიც კურირებდა მთელ სამზარეულოს.
ფარიასი ყოველთვის უსმენდა მოთამაშეების თხოვნებს და ცდილობდა გაეთვალისწინებინა მათი გემოვნება.

არგენტინელები 2022 წლის მუნდიალზე კერძების ორგანიზებაში სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. გუნდმა კატარში თან წაიღო 2600კგ საქონლის ხორცი და საკუთარი გრილი.

ეს იყო სკალონის იდეა - ისინი ვახშამზე ერთად იცინოდნენ და ხუმრობდნენ, რაც გუნდურობას და ერთიანობას კიდევ უფრო განამტკიცებდა...

altასე აღნიშნავენ ჩემპიონობას - მესის მეუღლის ცეკვა ინტერნეტს იპყრობს, ვიდეო თავად ლეომ გამოაქვეყნა [VIDEO]

altსუარესი მესის გამო არგენტინაში მეუღლესთან ერთად ჩაფრინდა, რათა ლეოსთვის მსოფლიო ჩემპიონობა მიელოცა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ, მს. ჩემპიონატზე, ფსიქოლოგიურად ყველაზე კარგად სწორედაც არგენტინის ნაკრები იყო მომზადებული. ძაან მეგობრული გუნდი შეკრა სკალონემ!
ყოჩაღთ, არგენტინის წარმატებაში, ვისაც მიგიძღვით წვლილი!
15:35 25-12-2022
7
აღარ დაიღალეთ?
გიუშა
17:05 25-12-2022
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული