UEFA-ს პრეზიდენტი "პარი სენ-ჟერმენს" ემუქრება

AutoSharing Option
UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევისთვის მკაცრი სანქციებით იმუქრება.

მას შემდეგ, რაც "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა, ფრანგული კლუბის მიერ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დაცვის საკითხი აქტუალური გახდა. UEFA-ს პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ რეგულაციების დარღვევა არავის ეპატიება.

"UEFA მზადაა მკაცრად დასაჯოს ყველა კლუბი, ვინც ფინანსურ ფეარ ფლეის დაარღვევს. ამას სერიოზულად ვამბობ. ამაში თავად დარწმუნდებით. შევეცდებით ყველა კლუბს დავეხმაროთ წესებს პატივი სცენ.

კლუბებთან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს გავივლით და თუ ისინი წესებს მაინც არ დაიცავენ, მაშინ სასჯელი
მკაცრი იქნება. ეს ეხება არა მხოლოდ პსჟ-ს, არამედ ევროპის ყველა კლუბს. სიტუაციას თვალს ვადევნებთ და დამიჯერეთ, ამაზე ვმუშაობთ." - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ESPN.

გაგაცნობთ იმ შესაძლო სანქციებს, რომლებიც წესების დამრღვევ კლუბს შეიძლება დაეკისროს:
  • გაფრთხილება
  • საყვედურის გამოცხადება
  • ჯარიმა
  • ქულების ჩამოკლება
  • UFEA-ს ტურნირებიდან მიღებული შემოსავლის გაუქმება
  • UEFA-ს ტურნირებზე ფეხბურთელების რეგისტრაციის შეზღუდვა
  • UEFA-ს ტურნირებზე დასარეგისტრირებელი ფეხბურთელების რაოდენობის შემცირება
  • UEFA-ს ტურნირიდან მოკვეთა
  • ტიტულის ჩამორთმევა

UEFA-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფინანსური ფეარ ფლეის მიზნების მიღწევისთვის, სანქციებზე ხშირად, სარეაბილიტაციო ქმედებები ხორციელდება. თუმცა, ორგანიზაციის პრეზიდენტის ბოლო განცხადებიდან ირკვევა, რომ პსჟ-ს შემთხვევაში ასე არ მოხდება.

რა შემთხვევაში არღვევს კლუბი ფინანსური ფეარ ფლეის წესებს? თუ ბოლო 3 წლის განმავლობაში მისი წაგება 5 მილიონ ევროს აღემატება. იმ კლუბებისთვის, რომლებსაც მესაკუთრე აფინანსებს, UEFA-მ შეღავათი დააწესა და 2017/18 წლების სეზონის ჩათვლით, მათ ბოლო 3 წლის განმავლობაში 30-მილიონიანი წაგების ჩვენება შეუძლიათ.

"პარი სენ-ჟერმენს", ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანსფერებში დახარჯულ და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა -379 მილიონი ევრო აქვს. ეს ნიშნავს, რომ პარიზელებს 349 მილიონის გამომუშავება ჭირდება, თან ისე, რომ შემოსავლის წყარო კლუბის მესაკუთრესთან დაკავშირებული არ იყოს.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პსჟ ფინანსური ფეარ ფლეის წესების დარღვევის გამო ერთხელ უკვე დასაჯეს და იგივეს გამეორების შემთხვევაში, სავაურაუდოდ, სანქცია მართლაც მკაცრი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული