ეს კი, ყველასთვის მოულოდნელად, სუსტ, მაგრამ გაბედულ "სტრასბურთან" მოხდა - უნაი ემერის გუნდი 1:2 დამარცხდა.
ბასკმა სპეციალისტმა არ დააყენა ჯერაც ფორმაში არმყოფი ტიაგო სილვა, თადარიგში დატოვა ედინსონ კავანი და მარკო ვერატი. მეორე ტაიმში მას ორივე დასჭირდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
"სტრასბური" ორჯერ გავიდა წინ - ჯერ საჯარიმო დარტყმის მერე თავურით, ბოლოს კი კონტრშეტევაზე. კოშტასა და ბაოკენის გოლებს შორის კი იყო კილიან მბაპეს გოლი.
უნაი ემერი (პსჟ): "ყველა თამაშის მოგება თითქმის შეუძლებელია, რადგან ყოველთვის ასპროცენტიანი კონცენტრაციით ვერ ითამაშებ. დღესაც მოგებას ვიმსახურებდით, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. საბოლოოდ, მაინც შედეგია უმთავრესი, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ არ არის.
ფეხბურთი ამითაც არის კარგი, რომ ერთ ჩვეულებრივ გუნდს ფანების მხარდაჭერითა და გამართლებით შეუძლია ფავორიტის დამარცხება. არ მოგვწონს, რაც მოხდა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მგონი, დრო დადგა, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივცე.
არადა, ჯერ მინდოდა, კონკურენტებისთვის უფრო მეტად გაგვესწრო და მერე დაგვეწყო როტაცია. წაგებებს ვერ ვიტან, მაგრამ ჩემპიონატის მოგების მაინც კარგი შანსი გვრჩება".
ჩემპიონმა "მონაკომ", როგორც იქნა, მოიგო - რადამელ ფალკაომ სიდიბეს ჩაწოდებულს თავი დაუხვედრა და ეს საკმარისი აღმოჩნდა "ანჟერის" დასამარცხებლად.
ფაქტები
- "სტრასბურს" აქამდე პსჟ-სთან ბოლო 20 დაპირისპირებაში ერთი მოგება ჰქონდა.
- ამ სეზონში პსჟ პირველად დამარცხდა (22 მატჩი ყველა შეჯიბრებაში).
- "ბორდომ" ლიგა 1-ის ბოლო 5 საგარეო მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.
- "მონაკომ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია "ანჟერის" დამარცხებით შეწყვიტა.
- პსჟ-მა აპრილის მერე პირველად წააგო. მაშინ გუნდმა "ნიცასთან" 1:3 დათმო.
- "ნიცა" არ აგებს "მეცთან" ბოლო 10 საშინაო მატჩია.
- მაიკ მაინანმა (ლილი) ლიგა 1-ში 8 პენალტიდან მხოლოდ 3 გაუშვა.
ლიგა 1. XVI ტური
დიჟონი-ბორდო 3:2
გოლები: 0:1 კაფუ (13), 1:1 იამბერე (34), 1:2 მალკომი (36), 2:2 ჟანო (52), 3:2 საიდი (86)
სტრასბური-პსჟ 2:1
გოლები: 1:0 და კოშტა (13), 1:1 მბაპე (42), 2:1 ბაოკენი (65)
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - პასტორე (81. ლო სელსო), რაბიო, დრაქსლერი (80. ვერატი) - დი მარია (75. კავანი), მბაპე, ნეიმარი
ლილი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 პეპე (63)
გამოუყენებელი პენალტი: დელორი (91. ტულუზი)
მონაკო-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 ფალკაო (2)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე (63. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - ნ"დორამი, ფაბინიო - დიაქაბი (72. რონი ლოპეში), ჟოაო მოუტინიო, ბ. კეიტა - ფალკაო (88. კარილიო)
ნიცა-მეცი 3:1
გოლები: 1:0 პლეა (26), 1:1 რუ (29), 2:1 ბალოტელი (56), 3:1 სან-მაქსიმი (71)
რენი-ამიენი 2:0
გოლები: 1:0 ხაზრი (72), 2:0 ანდრე (84)
ტრუა-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 ბრიანი (22)
გაძევება: ბელუგუ (45+1. ტრუა), ბლასი (62. გენგამი)
სტ. ეტიენი-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 პაჟო (38), 1:1 სალა (61)
კაენი-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 კორნე (10), 0:2 მარიანო დიასი (54), 1:2 სანტინი (90)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დიაქაბი, მარშალი (73. რაფაელი) - ტუსარი, ოარი - კორნე (76. მაოლიდა), ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი (81. ფერი)
მონპელიე-მარსელი 1:1
გოლები: 1:0 სიო (29), 1:1 ტოვენი (45-პენ)
მარსელი (4-5-1): მანდანდა - საკაი, რამი, აბდენური, ამავი - ტოვენი (61. ოკამპოსი), ზამბო ანგისა, სანსონი, ლუის გუსტავო, პაიე (89. სარი) - ჟერმენი (81. მიტროღლუ)
ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 12 - მარიანო დიასი (ლიონი); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), მარიო ბალოტელი (ნიცა), ფლორიან ტოვენი (მარსელი).
მომდევნო ტური
8 დეკემბერი: ბორდო-სტრასბური;
9 დეკემბერი: პსჟ-ლილი, ანჟერი-მონპელიე, გენგამი-დიჟონი, მეცი-რენი, მონაკო-ტრუა, ტულუზი-კაენი;
10 დეკემბერი: ამიენი-ლიონი, ნანტი-ნიცა, მარსელი-სენტ ეტიენი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"