Sportbuzzer-ი ირწმუნება, რომ სეზონის დასრულებისთანავე პსჟ-ს მწვრთნელს უნარი ემერის გადააყენებენ და მის ნაცვლად გუნდს დროებით უმუშევარ ტომას ტუხელს ჩააბარებენ.
გამოცემის მტკიცებით, 44 წლის გერმანელს 2+1 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
ტუხელს "ბაიერნის" მწვრთნელობას სთავაზობდნენ, მაგრამ მან კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს განუცხადა, რომ სხვა გუნდს მოელაპარაკა.