ტომას ტუხელი პსჟ-ს მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
როგორც ანონსირებული იყო, პსჟ-ს მწვრთნელად 44 წლის გერმანელი ტომას ტუხელი დანიშნეს.

მან უნაი ემერი შეცვალა და ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ტომასი ბოლოს "დორტმუნდში" მუშაობდა.

"დონ ბალონის" ცნობით, ტუხელს უნდა პარიზულ გუნდში თავისი ყოფილი შეგირდი, ამჟამად "ბარსელონას" თავდამსხმელი უსმან დემბელე წაიყვანოს. არაა გამორიცხული იჯარის ვარიანტიც.

ტომასმა როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ბანალური ფრაზები წარმოსთქვა: რომ ბედნიერია, დიდ კლუბში მივიდა, ერთი სული აქვს როდის შეუდგება მუშაობას და ა.შ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული