"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ

AutoSharing Option
"მონაკომ" დაადასტურა გავრცელებული ხმები ლეონარდო ჟარდიმის გაშვების შესახებ და პორტუგალიელი კლუბიდან დაითხოვა.

მისი ხელმძღვანელობით კლუბი წელს ძალიან ცუდად ასპარეზობდა და ლიგა 1-ში 9 ტურის შემდეგ ბოლოდან მესამე პოზიციას იკავებს.

ჟარდიმის მეთაურობით, "მონაკომ" 2016-17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა იზეიმა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალამდე გავიდა.

"ვამაყობ, რომ ოთხ წელზე მეტ ხანს "მონაკოს" მწვრთნელი ვიყავი. ყოველთვის მთელი მონდომებით ვმუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი წარმატებისთვის. ჩვენ ერთად დიდ გამარჯვებებს მივაღწიეთ და ამ მოგონებებს არასდროს დავივიწყებ" - განაცხადა ჟარდიმმა.

BBC-ის ინფორმაციით, ტიერი ანრი პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელთა
სიაშია.

სწორედ ამ კლუბში დაიწყო ფრანგმა თავისი საფეხბურთო კარიერა.

ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლოს ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, რომელთან ერთადაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

altტიერი ანრი: გვარდიოლამ თავიდან მასწავლა, ფეხბურთი როგორ უნდა მეთამაშა

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომაა-ვერცხლი სწორია-ბრინჯაო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული