
შაბათს პსჟ-ს მცველის ტიაგო სილვას სახლი გაქურდეს.
სახლის გაქურდვის მომენტში 35 წლის ბრაზილიელი პსჟ-სა და "ნანტის" მატჩში იღებდა მონაწილეობას.
მისი სახლიდან ძვირფასეულობა, მათ შორის საათი წაიღეს, რომლის ღირებულება 600 ათასი ევროა.
საერთო ზარალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" შეხვედრისას პარიზული გუნდის ნახევარმცველის ერიკ მაკსიმ ჩუპო-მოტინგის სახლი გაქურდეს და 600 ათასის ღირებულების ნივთები წაიღეს.
მოკლედ, ქურდები შესაფერის დროს არჩევენ.