"ეკიპი" იუწყება, რომ პსჟ-ს თავდამსხმელის ერიკ ჩუპო-მოტინგის სახლი ერთ თვეში მეორედ გაქურდეს.
გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის სახლი განმეორებით 24 დეკემბერს გაქურდეს, ზარალის ოდენობა კი არ ხმაურდება.
მისი სახლი 28 ნოემბერსაც გაქურდეს, როდესაც თვითინ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩში იღებდა მონაწილეობას. მაშინ მისი სახლიდან 600 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს.
ეს უკვე პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პარიზული გუნდის ფეხბურთელების სახლებს ქურდავენ - 22 დეკემბერს ტიაგო სილვას სახლიდან 1 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.