ნეიმარი: კარიერის საუკეთესო მომენტი პსჟ-სთან "ქამბექი" იყო

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა Oh My Goal-თან საუბარში საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესახებ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი იყო ფეხბურთში მისი საუკეთესო მომენტი, ბრაზილიელმა არც ისე მოულოდნელი, თუმცა მაინც უცნაური პასუხი გასცა.

"საუკეთესო მომენტი ფეხბურთში? მე ასეთი ორი მაქვს. ერთი ბრაზილიასთან ერთად ოლიმპიადაზე გამარჯვებაა, ხოლო მეორე "ბარსასთან" ერთად პსჟ-ს წინააღმდეგ ნაჩვენები "ქამბექი". გრძობები, რომლებიც მე-6 გოლის შემდეგ განვიცადეთ... ეს საოცარი, დაუჯერებელი იყო, მე მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს განმიცდია"- თქვა ნეიმარმა.

ბრაზილიელი ფორვარდი 2017 წელს "ბარსელონადან" პსჟ-ში 2017
წელს გადავიდა რეკორდულ ფასად. წლევანდელ სეზონში ფრანგული კლუბის შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი ნეი, ეგ ცანცარა თავი გაგიქრეს. ისე მაგარია ეს ოხერი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული