არსენ ვენგერს ნეიმარის პსჟ-ში დარჩენა გაუხარდა

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა ნეიმარის გარშემო შექმნილი სიტუაცია შეაფასა.

"ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიხარია, რომ ის პსჟ-ში დარჩა, რადგან როცა კლუბი ასეთ ფეხბურთელს კარგავს, ერთი წლის შემდეგ სხვებიც მიდიან. ასეთია ფეხბურთის კანონი.

რთულია ისეთი ფეხბურთელების შეკავება, რომლებიც სხვაობას ქმნიან, მიუხედავად იმისა, ბევრი ფული აქვს თუ არა კლუბს. ამიტომ მათი დაკარგვა არ შეიძლება", - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ამ ზაფხულს ესპანეთში სურდა დაბრუნება, სადაც მისით მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ გრანდებმა პსჟ-სთან მოლაპარაკება ვერ მოახერხეს.

ნეიმარის
კონტრაქტი პარიზულ კლუბთან კიდევ სამ სეზონი მოქმედებს. 2017 წელს პსჟ-მა ბრაზილიელის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 222 მლნ ევრო გადაიხადა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ ფულის ტომარა არაბმა პაჩკა დოლარები შესთავაზა ამას და ასევე ფულის ტომარა მამამისს. ეგდე და იყავი სადაც გულშემატკივრებმმა მაგრად გისტვინეს და გაგინეს, ბარსაზე მომდის ბრაზი რას იმცირეს თავი ამ უტრა...კო ნეიმარზე.
ნეიმარ შენი საქმეა გორაობა ბალახზე.
08:09 04-09-2019
0

სიახლეები პოპულარული