პსჟ კორონავირუსის პანდემიას გამოიყენებს და ამ ფეხბურთელს ფასდაკლებით შეიძენს

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიის მერე სამყარო იგივე რომ არ იქნება, უკვე ახლა იგრძნობა. გამონაკლისი არც ფეხბურთია. ექსპერტების მოლოდინით, კრიზისის გამო ფეხბურთელების ფასი მკვეთრად დაეცემა. "პარი სენ-ჟერმენი" ამ გარემოებას გამოიყენებს და "ინტერის" თავდამსხმელს, მაურო იკარდის, რომელიც ამჟამად პარიზელთა რიგებში იჯარის წესით თამაშობს, გუნდში დაიტოვებს.

ავტორიტეტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო აცხადებს, რომ ფრანგულ გრანდს დიდი შანსი აქვს იკარდის შენარჩუნების. პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო "ინტერი" ვალდებულია მაურო დაბალ ფასში გაყიდოს, ხოლო პსჟ ამ შესაძლებლობას სიხარულით გამოიყენებს.

შეგახსენებთ, იკარდი პარიზულ გრანდში ზამთარში გა
დავიდა, 6 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული