საფრანგეთი-უკრაინა 7:1 - 17 წლის კამავინგამ სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა უკრაინა 7:1 დაამარცხა.

ამ შეხვედრის წინ უკრაინის ნაკრების ორ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა და განაცხადში 45 წლის ალაკსანდრ შოვკოვსკი შეიყვანეს, რომელმაც კარიერა 4 წლის წინ დაასრულა. თუმცა მას არ უთამაშია, კარში კიევის "დინამოს" მეკარე გეორგი ბუშანი ჩააყენეს.

უკრაინამ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა - აქამდე მხოლოდ 4 გოლის სხვაობით ჰქონდა წაგებული.

34 წლის ჟირუმ დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე ახლა ეროვნულ გუნდში 42 გოლია და ტიერი ანრის რეკორდამდე 9 გოლი აშორებს. მან ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა.

საფრანგეთის
ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაში გოლი 17 წლის ედუარდო კამავინგამ გაიტანა.

პარიზი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი-უკრაინა 7:1
გოლები: 1:0 კამავინგა (9), 2:0 ჟირუ (24), 3:0 ჟირუ (34), 4:0 მიკოლენკო (39, საკ. კარში), 4:1 ციგანკოვი (53), 5:1 ტოლისო (65), 6:1 მბაპე (82), 7:1 გრიზმანი (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული