Get French Football News-ის ცნობით, "მონაკოს" 34 წლის ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ზაფხულში ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს.
ფაბრეგასმა ამ სეზონში ტრავმების გამო მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მან ესპანეთის ნაკრებში 110 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, მსოფლიოსა და ევროპის (ორგზის) ჩემპიონია. სესკი, "მონაკოს" გარდა, "ბარსელონაში", "არსენალსა" და "ჩელსიში" თამაშობდა.