ვანდა ნარამ თქვა, ჰქონდა თუ არა მართლაც ურთიერთობა მარსელო ბროზოვიჩთან

AutoSharing Option
ვანდა ნარამ სასამართლო სხდომაზე მარსელო ბროზოვიჩთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ყოველივე ტყუილია.

მოგეხსენებათ, 2019 წელს ჟურნალისტმა ფაბრიციო კორონამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანდას იკარდისთან პარალელურად ჰქონდა ურთიერთობა მისსავე თანაგუნდელთან, მარსელო ბროზოვიჩთან.

ამის შემდეგ ნარამ ჟურნალისტს უჩივლა, სასამართლო სხდომაზე კი განაცხადა:

"არასდროს მქონია ურთიერთობა ბროზოვიჩთან და ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ამ ამბავმა ოჯახში და მის გარეთაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

ჩვენი შვილები ვეღარ დადიოდნენ სკოლაში, რადგან მათ აბუჩად იგდებდნენ... პრობლემები შეექმნა თავის კლუბში ასევე ჩემს მეუღლეს...

მაურო იძულებული გახდა, გუნდი გამოეცვალა... "ინტერმა" იკარდის შეუთვალა, რომ ან აგენტი შეეცვალა, ან კლუბი. მას კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვეს, რაც რეალურად იმას ნიშნავდა, რომ მაუროს "ნერიაძური" უნდა დაეტოვებინა. საბოლოოდ, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა", - ამბობს ნარა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბროზოსაც ეძგერა ვანდა-მანქანა?
: )))))))
21:53 14-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული