მბაპეს 2 გაცუდებული პენალტი, საშიში ტრავმა და რუისის ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - პსჟ-მა ლიგა 1-ში მორიგი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" "მონპელიე" 3:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმი უცნაურად წარიმართა. კილიან მბაპემ მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი 2-ჯერ გააფუჭა, 21-ე წუთზე მუხლის ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, 32-ე წუთზე კი დაზიანება სერხიო რამოსმა მიიღო და ისიც ფრანგის გზას გაუყვა, 35-ე წუთზე ლიონელ მესიმ მეტოქის კარი აიღო, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ყველაფერი აქ არ დასრულებულა, 53-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ მეტოქის კარი შორეული გასროლით აიღო, თუმცა მისი თანაგუნდელი რუისი ოფსაიდში აღმოჩნდა.

პარიზელებმა ანგარიში 55-ე წუთზე იმავე ფაბიან
რუისის გოლით გახსნეს, 72-ე წუთზე ფაბიანმა ლიონელ მესის ბრწყინვალე პასი გაუკეთა და არგენტინელმაც სხვაობა ორბურთიანი გახადა.

მასპინძლებმა 89-ე წუთზე არნოდ ნორდინის გოლით სხვაობა შეამცირეს, 90+2 წუთზე ვარენ ზაირ-ემერიმ კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "პარი სენ ჟერმენი" 51 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 4 თებერვალს "ტულუზას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"მონპელიე" 20 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება, 5 დეკემბერს კი "სტრასბურგს" ესტუმრება.

რაც შეეხება მბაპესა და რამოსის ტრავმებს, ფრანგი ფეხბურთელის დაზიანება მნიშვნელოვანი ჩანს. არის ეჭვიც, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" შემტევმა ვერ ითამაშოს, სამედიცინო გამოკვლევა შემტევს დღეს ჩაუტარდება, რამოსის ტრავმა კი შედარებით მსუბუქია. როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერთან" მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ პსჟ-ს საკადრო პრობლემები ეწვია.

"პარი სენ ჟერმენისა" და "ბაიერნის" მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის ყოველი გატანილი გოლი მინი შედევრია!
levani
17:00 02-02-2023
0

სიახლეები პოპულარული