მიქაუტაძის უარის შემდეგ "მონაკომ" მის ნაცვლად 17 წლის ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მონაკომ" "ანტვერპენის" 17 წლის ფრანგი ფორვარდის, ჯორჯ ილანიხენას ტრანსფერი შეათანხმა.

ლიგა 1-ის ბინადარი კლუბი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მონაკოში და კონტრაქტს გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ ილანიხენა "ანტვერპენის" ყველა დროის რეკორდული ტრანსფერია. ამომავალი ვარსკვლავი ბელგიურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "ამიენიდან" 6 მილიონ ევროდ დაიმატა. გასულ სეზონში მან ბელგიის ჩემპიონატის 37 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

ილანიხენა "მონაკოში" გიორგი მიქაუტაძის უარის შემდეგ გადავიდა, რომელმაც თავის მხრივ, კარიერის გაგრძელება "ლიონში" გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა საინტერესოა. შემდგარ ვარსკლავში არ გადაიხადეს 20 მილიონზე მეტი და ამომავალ ვარსკლავში რომელმაც ბელგიაში 8 გოლი გაიტანა 37 თამაშში იმაში იხდიან 20 მილიონს.
roma bejanidze
16:13 24-07-2024
2
არავის გადაუღუნოს.)))))))))))
გაიგე გივი?
18:28 24-07-2024
0

სიახლეები პოპულარული