"პსჟ ნამდვილი განავალია" - ბელგიელმა ფეხბურთელმა მოჰყვა, რა უთხარ მესიმ პარიზული გუნდის შესახებ

AutoSharing Option
33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ბრეხტ დეჟაგერმა მოჰყვა, თუ რა უთხრა ლიონელ მესიმ პსჟ-ის შესახებ. დეჟაგერი 2020/23-წლებში ფრანგული "ტულუზას" ღირსებას იცავდა, ახლა კი სამშობლოში ბურთაობს.

"მესიმ მითხრა, რომ პსჟ ნამდვილი განავალია. ლეო ამბობდა, რომ ის პარიზში კარგად მიიღეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველი წარუმატებლობის შემდეგ უსტვენდნენ, რამაც მის განწყობაზე იმოქმედა", - იხსენებს დეჟაგერი RTBF-თან ინტერვიუში.

შეხსენებისთვის, მესიმ პსჟ-ში თამაშის პერიოდში ჯამში 75 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 32 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არამგონია მესიმ მაგდენი ფრანგული იცოდეს რომ ბელგიელთან ჭორაობა დაეწყო, ზოგადად ძალიან ცოტას ლაპარაკობს ლეო
მამუკა
16:48 11-10-2024
1
პსჟში დიდი ფული შევიდა,კარგი მწვრთნელები და ფეხბურთეებიც მიიყვანეს,მაგრამ ჯერ დიდი გუნდი მაინც ვერ გახდა.ამას დრო,ტრადიციების შექმნა სჭირდება.პსჟს გულშმატკივარი იმ პატარა ბიჭს ჰგავს,ფულიანი მამის "ბლატით" დიდ თანამდებობაზე რომ დანიშნეს,ფული აქვს და ძალაუფლებაც თავში აუვარდა.დარწმუნებულია რომ ყველაფერი სიკეთე დამსახურებულად მიიღო და შესაბამისადაც იქცევა.ასეთი ბიჭებიც და გულშემატკივრებიც,მართლაც განავალივით იქცევიან და ლეო მესის,სრული სიმართლე უთქვამს,თუმცა ერთია მესიმ ეს რომ თქვა მასთან პირად საუბარში და მეორეა,დეჟაგერმა,ეს საჯაროდ რომ გააჟღერა.ადამიანმა უნდა იცოდეს,რისი თქმა შეიძლება და რისი არა.მეც ბევრი რამე ვიცი და გამიგია,რასაც არავისთან ვიტყვი.ალბათ თქვენც(უმეტესობა მაინც) ასე ხართ და ეს სწორია.ენაზე მომდგარ სიტყვასა,განა სუყველას თქმა უნდა?!ვინმესთან ჩხუბიც რომ მოგივიდეს,მაშინაც კი არ უნდა უთხრა ისეთი რამე,რისი თქმაც არ შეიძლება და რისი გახსენებაც,შერიგების დროს შეგრცხვება.ეგ არის ადამიანის ღირსება.
სოსო
17:06 10-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული