
პარიზელთა მოწინააღმდეგე უფრო სუსტია, ვიდრე წინა ეტაპზე, თუმცა მათ "ნიცას" სასწაული თამაში შემოუტრიალეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ(მანამდე ლე ავრი გაიარეს). ამ ტურნირს სენსაციები უყვარს, ჩემპიონატის გამორჩეული გუნდები აქ აღარ არიან.
ლუის ენრიკეს ბიჭებს ლიგა 1-ის 23 მატჩში 18 მოგება, 5 ფრე და მეორეადგილოსანთან 13
პსჟმა ზედიდედ 8 შეხვედრაში გაიმარჯვა. გუნდს როტაციის დიდი საშუალება აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებული მერვედფინალების წინ ამას კიდევ ერთხელ გამოიყენებს. ქართველ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა მუდმივად სურთ, თუმცა ამ საკითხს მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა მივიდეს გუნდი "ლივერპულამდე". მთავარი ინტერესი ისაა, მარცხნიდან კვარაცხელია დაიწყებს თუ ბარკოლა, ორივეს არ ველით. მანამდე, პირველ მარტს, ჩემპიონატში "ლილის" მასპინძლობაცაა. ერთია, დასვენება და ტონუსიდან ამოვარდნა ზოგიერთ ფეხბურთელს საერთოდ არ უხდება.
"ნიცას" ორივე გოლი 32 წლის იგო ბუდინმა გაუტანა. "სტად ბრიოშონის" რიგებში აზერბაიჯანში დაბადებულ შემტევ არტურ ზახარიანსაც გამოვარჩევთ. "ნაციონალ 2"-ის წარმომადგენლებს (იქაც მე-9 ადგილს იკავებენ) დიდი გამოცდა ელით.
ხვიჩას ფლანგზე ერნანდესი ითამაშებს

ზაირე-ემერის დაბრუნება მოახლოვდა. სასტარტოში რუს მეკარე მატვეი საფონოვს, კორეელ ნახევარმცველ ლი კანგ-ინსა და პორტუგალიელ ფორვარდს, გონსალო რამოშს ელიან. "კვარა" მარცხიდან იქნება, მის ფლანგზე კი შეტევაში ნაკლებად აქტიურ ერნანდესს ვნახავთ.
პსჟს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ზაგე, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - მაიულუ, რუისი, ლი - დუე, რამოში, კვარაცხელია(ან ბარკოლა).
მთავარი მსაჯი 43 წლის ტომას ლეონარდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს სწორედ თასზე, "ლანსთან" 1/32-ფინალში მოემსახურა.
სლავა უკრაინე. სლავა ზელენსკი. უყურეთ ტაბლიაშვილს და ნახავთ როგორი გმირია ჩემი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
არ იქნება სამართალი?
არ იქნება მშვიდობა!
ცეცხლი ოლიგარქიაააას