ისლანდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ეიდურ გუდიონსენი 38 წლის ასაკში დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. მისი უკანასკნელი გუნდი ნორვეგიული "მოლდე" იყო, რომლის შემადგენლობაში გასულ სეზონში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ფაქტიურად სიმბოლურად წაიყვანეს.
გუდიონსენმა "ჩელსიში" 186 მატჩში 54 გოლი გაიტანა, "ბარსელონაში" კი 72-ში 10. ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო პრიმერა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.