ემირატების ნაკრებს ალბერტო ძაკერონი ჩაიბარებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილი მწვრთნელი ალბერტო ძაკერონი მალე არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეროვნული გუნდის თავკაცი გახდება.

ალბერტო 2010-2014 წლებში იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ამომავალი მზის ქვეყნის გუნდმა აზიის თასი მოიგო, ბოლოს კი ჩინეთის "ბეიცზინ გოანში" მუშაობდა.

ძაკერონი ალბისელესტეს ექს-დამრიგებელს ედგარდო ბაუსას შეცვლის, რომელმაც ემირატების ნაკრებს მხოლოდ 3 მატჩში უხელმძღვანელა და ახლა სამუშაოდ საუდის არაბეთში მიემგზავრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული