ალბერტო 2010-2014 წლებში იაპონიის ნაკრებს წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ამომავალი მზის ქვეყნის გუნდმა აზიის თასი მოიგო, ბოლოს კი ჩინეთის "ბეიცზინ გოანში" მუშაობდა.
ძაკერონი ალბისელესტეს ექს-დამრიგებელს ედგარდო ბაუსას შეცვლის, რომელმაც ემირატების ნაკრებს მხოლოდ 3 მატჩში უხელმძღვანელა და ახლა სამუშაოდ საუდის არაბეთში მიემგზავრება.