მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ "შანხაი - სიპგთან" ამხანაგურ - საკონტროლო მატჩში მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მიიღო, ახლა რომშია, სადაც სავარაუდოდ ორშაბათს ოპერაციას გაუკეთებენ, 5 თვე გაუცდება და დიდი ალბათობით მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ჯიქია თანაგუნდელმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ გაამხნევა:"პუპსიკ! როგორ ხარ? მომიყევი. ყველაფერი შესანიშნავად იქნება, პუპსიკ".