სანტი წელიწადნახევარი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რამოდენიმე კვირის წინ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და დღეს გარდაიცვალა.
"ჩემი შვილი გარდაიცვალა. ვფიქრობ, თქვენი ჩემდამი მხარდაჭერის ნიშნად ეს უნდა გაუწყოთ", - დაწერა სანტიაგომ ტვიტერზე.
2013 წელს კანისარესს და მის ყოფილ მეუღლეს მაიტე გარსიას სამი ტყუპი შეეძინათ და სანტი ერთ-ერთი მათგანი იყო. მათ აგრეთვე უფროსი ქალიშვილი სოფია ჰყავთ.