ტიტე: ის ჩვენთვის საშინელი საღამო იყო და ნელ სიკვდილს ჰგავდა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0) ჟურნალისტებთან კომენტარი ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გააკეთა.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ვიყოთ ძლიერი გუნდი ნეიმარის გარეშეც. დღეს ბრაზილიის ნაკრებს თავისი საუკეთესო ფეხბურთელი აკლდა".

ტიტეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებაც ჰკითხეს, როდესაც ბრაზილია გერმანიასთან 1:7 განადგურდა. რა გავლენას ახდენდა ეს მატჩი წინა შეხვედრაზე?

"ის ჩვენთვის საშინელი ღამე იყო და ნელ სიკვდილს ჰგავდა. ადამიანები ამ შეხვედრის შესახებ დღემდე საუბრობენ.

ის უკვე წარსულია და მარცხიც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა", - აღნიშნა
ტიტემ.

მომზადებულია As.com-ის მიერ


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული