ტომას ტუხელი პსჟ-შ უსმან დემბელეს წაიყვანს

AutoSharing Option
ეს ინფორმაცია "დონ ბალონმა" გაავრცელა: პსჟ-ს მწვრთნელად უეჭველი "დორტმუნდის" ექს-დამრიგებელი ტომას ტუხელი დაინიშნება, რომელიც თავისი ყოფილი შეგირდის, "ბარსელონას" თავდამსხმელის უსმან დემბელეს ტრანსფერის გაჩარხვას მოითხოვს.

ამის წინააღმდეგი არც "ბარსა" არ იქნება, ვინაიდან "ატლეტიკოს" ფორვარდის ანტუან გრიზმანის შეძენასთან ახლოსაა. გრიზმანის ყიდვას და დემბელეს გასხვისებას ასულგრანას ლიდერი ლეო მესი უჭერს მხარს.

არაა გამორიცხული, უსმანი "პარი სენ ჟერმენში" იჯარით გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული