კაცნაკლულმა იტალიის ნაკრებმა ტურინში ჰოლანდია ვერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ნაკრებმა ტურინში ამხანაგურ მატჩში ჰოლანდიას ვერ სძლია - 1:1.

პირველ ტაიმში მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. შეცვლაზე შესულმა ძაძამ 67-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ორიოდ წუთში კი მსაჯმა უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის პირდაპირი წითელი ბარათით კრიშიტო გააძევა და სკუადრა აძურას მწვრთნელი რობერტო მანჩინი იძულებული გახდა ტაქტიკური ცვლილება განეხორციელებინა - თავდამსხმელ ინსინიეს ნაცვლად მოედანზე მცველი ბონუჩი შეუშვა. 

ნიდერლანდელებმა, რომლებიც იქამდე უხეიროდ თამაშობდნენ, აკეს გოლით შეძლეს ფრის მიღწევა.

აღსანიშნავია, რომ ლორენცო ინსინიე, რომელიც გუშინ 27 წლის გახდა,
"ნაპოლის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ეროვნულ გუნდს უკაპიტნა.

ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იტალია - ჰოლანდია 1:1
გოლები: 1:0 ძაძა (67), 1:1 აკე (88)
გაძევება: კრიშიტო (69)

იტალია: პერინი, კრიშიტო, რუგანი, რომანიოლი, ძაპაკოსტა (დე შილიო 59), კრისტანტე, ჟორჟინიო (ბაზელი 78), ბონავენტურა (პელეგრინი 87), ვერდი (კიეზა 61), ბელოტი (ძაძა 63), ინსინიე (ბონუჩი 70)

ჰოლანდია: სილესენი, ბლინდი (ვეგჰორსტი 78), ჰატებური (იანმაატი), დე ლიგტი (აკე 71), ვან დაიკი, ვილჰენა, ვორმერი (ბერგეისი 70), დე როონი (პრომესი 78), ვეინალდუმი, ბაბელი (ელია 82), დეპაი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული