რობერტო მანჩინი: არა მგონია, კრიშიტო გასაძევებელი ყოფილიყო

AutoSharing Option
ტურინში ჰოლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

"ეს ამხანაგური შეხვედრა იყო, არა მგონია, კრიშიტო გასაძევებელი ყოფილიყო, მაგრამ მცველის სულელური შეცდომა კი იყო. იმ დროისთვის ფეხბურთელები დაიღალნენ და ბოლო 20 წუთი კაცნაკლულად თამაში გაგვიჭირდა.

10 დღის განმავლობაში ძნელია რთული ტაქტიკური სქემების დამუშავება, თუმცა როგორც საფრანგეთთან, ჰოლანდიასთანაც კარგი მომენტები შევქმენით. ფეხბურთელებმა გამოცდილება უნდა შეიძინონ, თორემ ვერასოდეს ვერ ივარგებენ. ამისათვის სპარინგებია საჭირო.

მნიშვნელოვანი იყო მძიმე სეზონის შემდეგ ბიჭებს თავი არ დაეზოგათ. მათ ეს გააკეთეს, სწორი
მენტალიტეტი აქვთ და ოპტიმიზმით ველით აგვისტოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული