საქმე ისაა, რომ პორტუგალიურ გუნდში დიდი კრიზისია და გუნდის რიგები ბას დოსტმა, უილიამ კარვალიომ, ჟელსონ მარტინშმა, რუი პატრისიუმ და დანიელ პოდენსემ დატოვეს.
ამის მიზეზი კი "სპორტინგის" ბაზაზე მომხდარი თავდასხმა გახდა. გასულ თვეში ლისაბონური კლუბის ბაზას შეიარაღებული ბოროტმოქმედები დაესხნენ.
ამ ყველაფრის გამო კი ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, თავიანთივე უსაფრთხოებისთვის გუნდთან კონტრაქტი გაეწყვიტათ.
გულშემატკივრები კი ფეხბურთელების წასვლაში ლისაბონელთა პრეზიდენტ ბრუნო დე კარვალიუს ადანაშაულებდნენ, რომელმაც დაკავებული თანამდებობა უკვე დატოვა.
ახალ ბორდს კი მთავარ
მას ლისაბონელებთან შრომითი ხელშეკრულება 3 წლით აკავშირებს. თუ მიხაილოვიჩს გაუშვებენ, "სპორტინგს" მისთვის სულ რაღაც 8 დღეში 2 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
სერბი მწვრთნელი უფრო მეტსაც მიიღებდა, უბრალოდ, მის კონტრაქტში ჩადებული პუნქტით, ის 15 დღე მაინც უნდა ყოფილიყო ლისაბონელთა მწვრთნელი, რომ შრომითი ხელშეკრულება ძალაში შესულიყო. ახლა კი მას მხოლოდ მცირედი კომპენსაციით დაკმაყოფილება მოუწევს.