18:37 20-07-2018
უკრაინელი ჟურნალისტი წიტაიშვილს აკრიტიკებს: ძიუბას მეტი მისაბაძი ვერავინ ვერ ნახე? [VIDEO]
AutoSharing Option
"არც კი ვიცი, ამაზე რა ვთქვა. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ უკრაინელი წიტაიშვილისთვის საფეხბურთო ეტალონი ძიუბაა. არა ბელგიელი დე ბრიუნე, არა ხორვატი მოდრიჩი, არა ფრანგი მბაპე, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსია და მსოფლიოს ჩემპიონი და ნაკრების ლიდერია. არა. მისთვის ძიუბა უფრო ახლობელი და ძვირფასია. თუ ეს წიტაიშვილის საფეხბურთო იდეალია, მაშინ მე მიჭირს მისი საფეხბურთო მომავლის პროგნოზირება".
ამასთან, ზოგიერთი უკრაინელი ჟურნალისტი არ დაეთანხმა ანდრიიუკს. მათ დაწერეს, რომ ძიუბამდე მსგავს სტილში ადრე სხვა ფეხბურთელებმაც აღნიშნეს გოლის გატანა.
გიორგიმ ანდრიიუკს პასუხი ინსტაგრამიდან გასცა:"თავს არ ვიმართლებ იმის წინაშე, ვინც ვერ მიხვდა, გოლი ასე რატომ ვიზეიმე. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, დაწეროთ, რომ ცუდი ვარ. მე პირადად არ მესმის, რა გინდათ".
უკრაინის ნაკრებმა საფრანგეთი 2:1 დამარცხა და ამ მატჩში გიორგიმ გოლის გატანის გარდა საგოლე გადაცემაც გააკეთა. დღეს უკრაინა ინგლისს ხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
მარცხენათი გააკეთა ნუ დაიპუტეთ
ერთი ადგილი
სამხედრო სალამით ბევრი აღნიშნავს თავის წარმატებას, მაგრამ მხოლოდ რუსები აკეთებენ ამას ძიუბასავით.
ეს კი მოდის რუსული ფრაზიდან
"კ პუსტოი გოლოვე, რუკუ ნე პრიკლადივაიუტ" - პირდაპირი თარგმანი სასაცილოა და ზოგიერთს მართლა შეესაბამება, თუმცა სინამდვილეში მიუთითებს იმაზე რომ სამხედრო სალამისას თავზე ქუდი უნდა გეხუროსო. :)
ქართული, ამერიკული და ევროპული სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობას (ყველა ქვეყნის შესახებ არ ვიცი) სამხედრო სალამისათვის თავზე ქუდი არ ჭირდება.
სწორედ ამიტომ ასოცირდება ძიუბას და მისნაერების სალამი, მაინდამაინც რუსეთთან და არა სამხედრო სალამთან.
თუ ეს წიტაიშვილმა იცოდა და მაინც ეგ ჟესტი გამოიყენა კიდევ ერთ გარუსებულთან გვაქვს საქმე, თუ არ იცოდა ინფორმაცია მიაწოდეთ და ლანძღვას კი აზრი არა აქვს. სრულწლოვანია და თვითონ იფიქროს რა არის სწორი და რა არასწორი.