ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე გუნდში ჟულიო ბაპტისტა ჩაირიცხა

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილი თავდამსხმელი ჟულიო ბაპტისტა კარიერას რუმინეთში გააგრძელებს.

36 წლის ბაპტისტამ "კლუჟთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ბაპტისტა აგრეთვე "სან პაულუში", "სევილიაში", "არსენალში", "რომაში", "მალაგაში", "კრუზეიროსა" და "ორლანდო სიტიში" თამაშობდა, გასულ სეზონში კი უგუნდოდ იყო.

მან ბრაზილიის ნაკრებში 48 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში "კლუჟი" "დუდელანჟს" შეხვდება, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია იცავს.

alt35 წლის ჟულიო ბაპტისტა კარიერას "ბოლტონში" განაახლებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული