ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად ანდორასთან ფრედ დასრულებულ მატჩს უმალ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყაზახურ პრესაში.

sports.kz-მ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "შეიძლება გავგიჟდეთ".

ავტორი ამბობს, რომ საქართველოსთან ნაკრებთან წაგების შემდეგ, სხვა გზა გარდა ანდორას დამარცხებისა არ ჰქონდათ, მათმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა დაცვაში ორი ცვლილება განახორციელა, მეტოქე კი მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, მეორე ტაიმში ლოგვინენკომ თავურით როგორც იქნა გახსნა ანგარიში, მაგრამ შემდეგ მუჟიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი "გაახერხა" და 85-ე წუთზე მცველ შომკოს უხეში შეცდომის შედეგად საპასუხო გოლიც გაუშვეს.

"პროსპორტმა" ნიშნისმოგებით დაწერა: "აბა, ვინაა
ახლა ჯუჯა?". საქართველოსთან წაგების მერე ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერც ვინატრებდით და მაინც ვერ მოვიგეთო, აღნიშნავს საფეხბურთო მიმომხილველი ალიბეკ კაბენოვი.

altანდორა - ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ანდორა არაა ხელწამოსაკრავი გუნდი! ქეცბაიას საქართველოს მაგონებს. ჯგუფში ყველასთვის შეუძლია რაღაცის გაჩალიჩება. ორი თავდამსხმელით უნდა ვითამაშოთ, და უკან მაქსიმალურად კონცენტრირებულად.
ქუთაისელი
11 სექტემბერი 2018 09:55
4
ანდორა ქების ღირსია! არანაირი მორიდება ავტორიტეტების მიმართ, მაქსიმალურად იხარჯებიან მინდორზე. რა თქმა უნდა უნდა მოვიგოთ. გვაქვს პირველი ადგილის უდავო პერსპექტივა, ამიტომ სხვა შედეგი არც განიხილება.
მერაბი
11 სექტემბერი 2018 11:07
1
საინტერესოა ანდორას მთ. მწვრთნელის კოლდო ალვარესის წინა დღის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ყაზახეთის გუნდი გაცილებით ძლიერია საქართველოს ნაკრებზე და რომ საქართველოს გამარჯვება მხოლოდ მოჩვენებითია...
სნ
11 სექტემბერი 2018 10:40
2
ეს იყო დადგმული. პირადა მთელ ჩემს უბანს ყაზახეთის მოგებაზე ქონდათ ფსონი დადებული. უყურეთ მიმოხილვას??? ძალად აკიდებული წითელი შენტევი ფეხბურთელის მიერ, როდესაც 0:1 - ზეც კი ანდორა დაცვაში იდგა და კუთხურიც კი არ მოუწოდებია, მერე მცველის შესაშური მოქმედება და 1:1. მარაზმია უკვე.
თაზო
11 სექტემბერი 2018 14:09
24
ხოდა დაანებეთ თავი მაზაობას და უყურეთ ფეხბურთს !
:-)
11 სექტემბერი 2018 14:28
1
მესამე ტურში ვუგებთ ანდორას, ლატვია-ყაზახეთი ფრე, შვიდქულიანი ჰანდიკაპი ყველასთან, შემდეგ? მაკედონია ამ თამაშით ბურთს გადგვახევს თავზე...
kroosi
11 სექტემბერი 2018 12:37
15
აბა ვაის შენ იცი,ლიტვასთანარიყო დაკმარისი და ორი მცველი კიდე დაამატე და თან კაჭარავა და მერაბიშვილი ორივე ათამაში 90 წუთი
euhh
11 სექტემბერი 2018 11:52
7
აწი გინდა ავტობუსი ჩააყენოს ანდორამ და გინდა გემი შენოიყვანოს.
TanoLife
12 სექტემბერი 2018 03:52
1
რამდენიმე საინტერესო მოგონება:
პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის გახსნა და ფინალი პორტუგალია- საბერძნეთი, ორივე მოიგო საბერძნეთმა :).

საქართველომ ესპანეთში ესპანეთს მოუგო 0:1.

ანდორას პრემიერ მინისტრზე გათხოვდა ქართველი ბიჭი.

ისა
11 სექტემბერი 2018 11:44
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული