"ჩემი გოლი ამ სიაში არ მოხვდა, ამიტომ არ მაინტერესებს" - ზლატანი "პუშკაშის" ჯილდოზე

AutoSharing Option
ჟურნალისტებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს FIFA-ს საუკეთესო გოლის ჯილდოს შესახებ ჰკითხეს, რომელიც მოჰამედ სალაჰმა მოიგო.

კითხვაზე, თვლიდა თუ არა ის ეგვიპტელის გოლს საუკეთესოდ, ზლატანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

"არა, ვფიქრობ, რომ კრიშტიანოს გოლი უკეთესი იყო. კანდიდატები არ მინახავს. თუ ჩემი გოლი არ იყო ამ სიაში, ესე იგი, საინტერესო არ არის. ჩემი გოლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქნებ შემდეგ წელს მოხვდეს" – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შვედმა ფორვარდმა კარიერის მე-500 გოლი "ტორონტოს" კარში, კარატეს ილეთით გაიტანა.

altზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის მე-500 გოლი თავის სტილში გაიტანა [VIDEO]

altროდესაც

შენი აგენტი ცდილობს, ბოლო პენიც კი გამოგწუროს - ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინო რაიოლას გაეხუმრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული