აკაკი გოგია ისევ ყოჩაღობს - თავის გუნდს გატანილი გოლით გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში ბერლინის "უნიონმა" სტუმრად 2:1 სძლია "ინგოლშტადს" და ამ მატჩში გოლი წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ გაიტანა.

26 წლის გოგია ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო, 73-ე წუთზე გოლი გაიტანა და შემდეგ შეცვალეს.

ამ მატჩს ინგოლშტადტის 15 729-იან "აუდი-სპორტპარკზე" 7 068 მაყურებელი დაესწრო, დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

"უნიონი" 16 ქულით მე-2 ადგილზეა და 7 ოქტომბერს, შემდეგ ტურში "ჰეიდენჰეიმს" მასპინძლობს.

altაკაკი გოგიამ "დუისბურგს" გოლი გაუტანა

altაკაკი გოგიამ სანტ პაულის გოლი გაუტანა და "უნიონს" მეორე

ბუნდესლიგაში გალიდერებაში დაეხმარა
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაგვანებეთ თავი ამ ქათმის რეკლამირებით რა
ემიგრანტ
18:04 02-10-2018
1
არ უნდა ამ კაცს ჩვენს ნაკრებში თამაში და რატო აფეტიშებთ და არეკლამებთ ვერ გავიგე. რამდენჯერმე თქვა რომ არ ითამაშებს საქართველოს სახელით და ამ თემაზე არ დამელაპარაკოთო, რატო სვამენ ლეგიონერების სიაში და საერთოდ რატომ ახსენებენ ვერ გამიგია, ჟურნალისტები რაზე ფიქრობთ გაუგებარია. შტეფან მაკე-ზე რატომ არაფერს წერთ ეგეთ მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს რომელიღაც გუნდში, თან შარშან მგონი გოლი გაიტანა თუ საგოლე გადაცემა გააკეთა.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული