აკაკი გოგია ისევ ყოჩაღობს - თავის გუნდს გატანილი გოლით გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მერვე ტურის დასკვნით მატჩში ბერლინის "უნიონმა" სტუმრად 2:1 სძლია "ინგოლშტადს" და ამ მატჩში გოლი წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ გაიტანა.

26 წლის გოგია ამჯერადაც ძირითად შემადგენლობაში იყო, 73-ე წუთზე გოლი გაიტანა და შემდეგ შეცვალეს.

ამ მატჩს ინგოლშტადტის 15 729-იან "აუდი-სპორტპარკზე" 7 068 მაყურებელი დაესწრო, დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

"უნიონი" 16 ქულით მე-2 ადგილზეა და 7 ოქტომბერს, შემდეგ ტურში "ჰეიდენჰეიმს" მასპინძლობს.

altაკაკი გოგიამ "დუისბურგს" გოლი გაუტანა

altაკაკი გოგიამ სანტ პაულის გოლი გაუტანა და "უნიონს" მეორე

ბუნდესლიგაში გალიდერებაში დაეხმარა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რით ვერ მოუგვარეს საბუთების პრობლემა :( საერთოდ რა ხდება ამ საკითხზე, ჟურნალსიტებო იკითხეთ ფედერაციაში ))
Tbiliseli
03:17 02-10-2018
1
მიხედეთ ამ ბიჭს, საუკეთესო ფორმაშია და საუკეთესო ასაკშია. თან გერმანიაში და გაზრდილი და ჩამოყალიბებულია და საკმარისად ექნება გამაგრებული კუნთიც და ძვალიც ისე რომ არც ხშირი ტრავმები შეაწუხებს და დიდი ხანი ითამაშებს სტაბილურად. იშვიათია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმებს გააწვალებინოს თავი და ნაადრევად დაასრულოს კარიერა. დააყენეთ ამ ბიჭის საკითხი მწვავედ!
Irakli Apkhaidze
10:28 02-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული