იტალიამ გენუაში უკრაინა ვერ დაამარცხა და 93 წლის მანძილზე პირველად 5 საშინაო მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გენუაში ჩატარებული ამხანაგური მატჩი იტალიისა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის 1:1 დასრულდა.

სკუადრა აძურამ რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით გამართული 5 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.

უკანასკნელი 10 თამაშიდან იტალიელთა ეროვნულმა გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

იტალიის ნაკრებმა 93 წლის მანძილზე პირველად 5 საშინაო მატჩი ვერ მოიგო და ამას გარდა, ზედიზედ 8 შეხვედრაში გაუშვა გოლი, რაც უკანასკნელად 1959 წელს მოხდა.

გენუა. "კომუნალე ლუიჯი ფერარისი"
იტალია - უკრაინა 1:1
გოლები: 1:0 ბერნარდესკი (55), 1:1 მალინოვსკი (63)

იტალია: დონარუმა, ფლორენცი (პიჩინი
84), ბონუჩი, კიელინი, ბირაგი (კრიშიტო 87), ვერატი (ბონავენტურა 70), ჟორჟინიო, ბარელა (პელეგრინი 78), ინსინიე (ბერარდი 78), ბერნარდესკი (იმობილე 57), კიეზა

უკრაინა: პიატოვი, კარავაევი, ბურდა, რაკიცკი (კრივცოვი 87), მატვიენკო, სიდორჩუკი (სტეპანენკო 57), მალინოვსკი, ზინჩენკო, მარლოსი (ციგანკოვი 46), კონოპლიანკა (პეტრიაკი 73), იარემჩუკი (კრავეცი 76, ბუტკო 90)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული