არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, დიეგო მარადონას თანაშემწემ, ფერნანდო სინიორინიმ თავდამსხმელ ლეო მესის სანაკრებო კარიერაზე ისაუბრა.
"სამწუხაროა, რომ ლეომ ესპანეთის მოქალაქეობა არ მიიღო, ასეთ შემთხვევაში უკვე კარგა ხანია მსოფლიოს ჩემპიონი იქნებოდა.
ეს რომ გაეკეთებინა, სამშობლოს მოღალატედ ჩათვლიდნენ. ამის გამო უამრავ პრივილეგიაზე თქვა უარი. ჩემის აზრით, არ უნდა დაბრუნდეს ალბისელესტესა და "ნიუელზ ოლდ ბოისში".
კრიტიკოსები ამბობენ, რომ მესისთვის არგენტინა მთავარი არაა, ჰიმნს არ მღერის, ნაკრებში ბოლომდე არ იხარჯება".