ტებასი: ევროპის სუპერლიგა - დილის 5 საათზე ბარში მოგონილი პროექტია

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ევროპის სუპერლიგის პროექტი გააკრიტიკა.

"სუპერლიგა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დასასრული იქნება.

მკვეთრად ვიტყვი, რათა ყველამ გაიგოს: ევროპის სუპერლიგა - დილის 5 საათზე ბარში მოგონილი პროექტია. მისი ავტორები სხვადასხვა კლუბების პრეზიდენტები არიან.

საწინააღმდეგო ბევრი არგუმენტია. ერთის შეხედვით მომხიბვლელია, მაგრამ "ბაიერნი" და "რეალი" სუპერკლუბები პირველ რიგში ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით გახდნენ.

სუპერლიგაში კი ზოგიერთმა დიდმა კლუბმა შეიძლება მეათე ან მეთერთმეტე ადგილი დაიკავოს. ქაღალდზე "რეალი" და "მანჩესტერი" ფავორიტები არიან, მაგრამ არაა გამორიცხული, სწორედ მეათე ან მეთერთმეტე ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონთა ლიგამ უნდა იარსებოს, ეს სრულყოფილი მოდელია. კლუბები მოგებულნი რჩებიან. სუპერლიგის მოდელი კი მათ ზიანს მიაყენებს.

ხანგრძლივვადიან პერსპექტივაშიც კი დიდ კლუბებს ავნებს, რადგან იმ მოგებას არ მოუტანს, რომელსაც ელიან".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული