ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ევროპის სუპერლიგის პროექტი გააკრიტიკა.
"სუპერლიგა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დასასრული იქნება.
მკვეთრად ვიტყვი, რათა ყველამ გაიგოს: ევროპის სუპერლიგა - დილის 5 საათზე ბარში მოგონილი პროექტია. მისი ავტორები სხვადასხვა კლუბების პრეზიდენტები არიან.
საწინააღმდეგო ბევრი არგუმენტია. ერთის შეხედვით მომხიბვლელია, მაგრამ "ბაიერნი" და "რეალი" სუპერკლუბები პირველ რიგში ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით გახდნენ.
სუპერლიგაში კი ზოგიერთმა დიდმა კლუბმა შეიძლება მეათე ან მეთერთმეტე ადგილი დაიკავოს. ქაღალდზე "რეალი" და "მანჩესტერი" ფავორიტები არიან, მაგრამ არაა გამორიცხული, სწორედ მეათე ან მეთერთმეტე ადგილზე გავიდნენ.
ხანგრძლივვადიან პერსპექტივაშიც კი დიდ კლუბებს ავნებს, რადგან იმ მოგებას არ მოუტანს, რომელსაც ელიან".