ერთა ლიგა დასრულდა - ვინ დაწინაურდა და ვინ დაქვეითდა?

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გთავაზობთ იმ გუნდებს, რომლებიც დაწინაურდნენ და დაქვეითდნენ.

როგორც უკვე იცით, ერთა ლიგა დონეების მიხედვით დაწინაურებისა და დაქვეითების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ტურნირი ევრო 2020-ის პლეი-ოფში მოხვედრის შანსს იძლევა.

გუნდები, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში B, C და D ლიგებში პირველ ადგილზე გავლენ, ერთი ლიგით დაწინაურდებიან. გუნდები, რომლებიც A და B ლიგების ჯგუფებში ბოლო ადგილზე გავლენ, ერთი ლიგით დაქვეითდებიან.

C ლიგაში 4-გუნდიანი ჯგუფების ბოლოადგილოსნები და ასევე, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი დაქვეითდებიან.

ფინალურ სტადიაზე ითამაშებენ:

  • პორტუგალია (მასპინძელი)
  • ინგლისი
  • შვეიცარია
  • ჰოლანდია

ერთი ლიგით დაწინაურდნენ
ბელორუსი (D-C), ბოსნია (B-A), მაკედონია (D-C), საქართველო (D-C), დანია (B-A), კოსოვო (D-C), ნორვეგია (C-B), სერბეთი, (C-B), უკრაინა (B-A), შვედეთი (B-A), შოტლანდია (C-B), ფინეთი (C-B).

ერთი ლიგით დაქვეითდნენ
გერმანია (А-В), ირლანდია (B-С), ისლანდია (A-B), ლიეტუვა (С-D), კვიპროსი (С-D), პოლონეთი (A-B), ჩრდ. ირლანდია (B-С), სლოვაკეთი (B-C), სლოვენია (С-D), თურქეთი (B-С), ხორვატია (А-В), ესტონეთი (С-D).

რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ფინალისტები (A ლიგის მონაწილეები): A ლიგის 4 ჯგუფის გამარჯვებულები ფინალური სტადიის წილისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. გარდა ამისა, ფინალისტები ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებშიც მიიღებენ მონაწილეობას, თუ პირდაპირ ევროს საკვალიფიკაციოდან ვერ გავლენ.

ლიგაში დაწინაურება (B, C და D ლიგების მონაწილეები): გუნდები, რომლებიც დაწინაურდნენ, მომავალ გათამაშებაში უკეთეს ლიგაში დაიწყებენ ასპარეზობას. მათ ასევე პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობაც გარანტირებული აქვთ, თუ პირდაპირ ევროს საკვალიფიკაციოდან ვერ მოხვდებიან ევროპის ჩემპიონატზე.

ლიგაში დაქვეითდება (A, B და C ლიგის მონაწილეები): გუნდები შემდეგ გათამაშებაზე ერთით დაბალ ლიგაში დაიწყებენ ასპარეზობას.

ნაკრების საბოლოო პოზიცია ერთა ლიგაზე კი ევრო 2020 წლის წილისყრის დროს მის განთესვას განსაზღვრავს, რომელიც 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

altროგორი შეიძლება იყოს ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფი? - მკითხველის არჩევანი

altნახევარფინალის მეტოქე - რითი იყო ერთა ლიგაზე გამორჩეული ბელორუსის ნაკრები?

alt8 ქართველი ჯგუფის სიმბოლურში - გიორგი ჩაკვეტაძე აქაც საუკეთესოა

მკითხველის კომენტარები / 2 /
C ლიგაში ყველაზე ჭკვიანი სლოვენია აღმოჩნდა, რა მუღამი აქვს რომ ებრძოლა B-ში გადასასვლელად? უფრო ძლიერ გუნდებს შეხვდება და უფრო ძნელი იქნება ამ ტურნირიდან საგზურის მიღება :) ესე კიდევ, თუ შესარჩევიდან ვერ გავიდა შემდეგ ევროზე, ამ ლიგაში კონკურენტი არ ეყოლება და უსუსტეს გუნდებთან უეჭველი მოიპოვებს საგზურს, მივესალმები გონიერ გადაწყვეტილებას
ზურა
14:25 22-11-2018
2
თუ არის სქემა-დაწინაურების ან დაქვეითების შემთხვევაში,კონკრეტულად რომელ ჯგუფში ვინ იასპარეზებს?
ფერნანდო
12:08 22-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული