IFFHS-მ (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) წლის საუკეთესო პლეიმეიკერად "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი აღიარა.
გამოკითხვაში, რომელშიც 90 ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობდა, მოდრიჩმა 272 ქულა მოაგროვა.
მეორე ადგილზე 144 ქულით ლეო მესი (ბარსელონა) გავიდა, ხოლო მესამეზე ედენ აზარი (ჩელსი, 114 ქულა).
წელს ხორვატმა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მას ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე ჩატარებულ 13 მატჩში ჯერ გოლი არ გაუტანია, მესიმ კი ამავე ტურნირის 11 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. რაც შეეხება აზარს, ამ სეზონში პრემიერლიგაზე
12 თამაშში 7 გოლი გაიტანა.