ლუკა მოდრიჩი "ოქროს ბურთის" მიღებით ციხეს გადაურჩა?

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" ლუკა მოდრიჩისთვის გადაცემა საკმაო საფუძველი შეიქნა იმისათვის, რათა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება მოეხსნათ და ის ციხეს გადაურჩა.

ლუკას ბრალი მისი ყოფილი კლუბის, ზაგრების "დინამოს" ექსპრეზიდენტის ზდრავკო მამიჩის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემაში ედებოდა.

ამასთან დაკავშირებით არავითარი განცხადება არ გაკეთებულა, მხოლოდ იუწყეს, რომ სურვილის შემთხვევაში პროკურატურას შეუძლია ზაგრების საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

2018 წლის ივნისში ზდრავკო მამიჩს 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ამას გარდა დასაჯეს მისი ძმა ზორანი (4 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა), ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დამირ
ვრბანოვიჩი (3 წლით თავისუფლების აღკვეთა) და "დინამოს" ბუღალტერი მილან პერნერი (4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა). ისინი მრავალი მილიონის გაფლანგვასა და მოდრიჩისა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერების მაქინაციებში დაადანაშაულეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოდრიჩი არ არის ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ოქროს ბურთი ნამდვილად არ ეკუთვნოდა.
5
ვერავინ უარყოფს რომ ლუკა კარგი ფეხბურთელია, თუმცა რითი დაიმსახურა ამდენი რეგალიები ვერ გავიგე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ დღეს მინიმუმ ორი დიდი ფეხბურთელი კიდევ თამაშობს ფეხბურთს უმაღლეს დონეზე. თუ მიღწევებიდან და ტიტულებიდან გამომდინარე გააკეთეს არჩევანი, მაშინ გრიზმანისთვის უნდა მიეცათ ოქროს ბურთი უფრო სამართლიანი იქნებოდა.
ჯონი
10:32 05-12-2018
7

სიახლეები პოპულარული