2017 წელს ორმა რუსულმა კლუბმა "ანჟი 2"-მა და "სოკოლმა" ყირიმის ზამთრის თასზე იასპარეზა. ტურნირის მატჩები ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე იმართებოდა, რომელსაც არც ფიფა და არც უეფა რუსულ ტერიტორიებად არ აღიარებს.
ფიფაში დარწმუნებულები არიან, რომ ორივე გუნდის მონაწილეობა რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. თუ ამას დაამტკიცებენ ფედერაციას სერიოზული სანქციები ელის.
2014 წელს უეფამ ყირიმის კლუბებს რუსეთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში გამოსვლა აუკრძალა.