"ლიონი" გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელს ყიდულობს

AutoSharing Option
Footmercato-ს ცნობით, "გენტის" მცველი დილან ბრონი მალე გუნდს გამოიცვლის.

23 წლის ტუნისელი მცველი ამ სეზონს კარგად ატარებს, 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და მისი სამსახურით "ლიონი", "გალათასარაი" და მოსკოვის "სპარტაკი" არიან დაინტერესებულნი.

გამოცემის მტკიცებით, ბრონი იანვარში "ლიონში" გადაბარგდება.

მან გასულ წელს თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

"გენტმა" ამას წინათ ძირითადი მეკარე ლოვრე კალინიჩი 7 მილიონ ევროდ "ასტონ ვილას" მიყიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რავიცი, სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიანო და ყიდვით სხვებს ყიდულობენ? აფერისტები ყოფილან :D
ნათია
11:08 03-01-2019
1
კარგი ბიჭია ნადვილად საქართველოს რეალობაშ მაგრამ ამდენი დაკვეთლი სტატია უკვე მასხარაობაა და პირიქით მუშაობს
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული