"რეკორდის" ცნობით, "რეალის" ყოფილი მცველი პეპე "პორტუში" გააგრძელებს კარიერას.
პეპე 2017 წლის იანვარში "ბეშიქთაშში" ჩაირიცხა, ახლახან კი კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაუწყვიტა.
ის "პორტუს" ღირსებას 2004-2007 წლებში იცავდა, მის შემადგენლობაში ორჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი.
შემდეგ "რეალმა" 30 მილიონ ევროდ შეიძინა და მადრიდულ გუნდში 10 წელი თამაშობდა.
ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავისუფალ აგენტად მყოფი პეპეს გუნდში აყვანას "ბარსელონა" აპირებდა, მაგრამ ლეო მესი წავიდა ამის წინააღმდეგი.