მექსიკის ნაკრების მწვრთნელად არგენტინელი ხერარდო მარტინო დანიშნეს.
კონტრქტის დეტალები არ ხმაურდება.
56 წლის მარტინომ ამ პოსტზე ხუან კარლოს ოსორიო შეცვალა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადადგა, სადაც 1/8 ფინალში ბრაზილიასთან 0:2 დამარცხდნენ.
ბოლოს მარტინო "ატლანტა იუნაიტედში" მუშაობდა და ეს გუნდი MLS-ის თასის მფლობელი გახდა. იქამდე ის "ნიუელზ ოლდ ბოიზს", "ბარსელონას", არგენტინისა და პარაგვაის ნაკრებებს ედგა სათავეში.
ტატა მარტინომ ფეხბურთელი კლუბიდან თანაგუნდელის მეგობარ გოგონასთან სექსის გამო მოკვეთა
ხერარდო მარტინოს არგენტინის ნაკრებში შვიდი თვეა ხელფასი არ აუღია