პეპე "პორტუს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
35 წლის პორტუგალიელი მცველი პეპე კარიერას სამშობლოში, "პორტოს" რიგებში გააგრძელებს - ინფორმაციას კლუბის Twitter-ი იუწყება.

ვეტერანმა მცველმა ხელშეკრულებას ხელი 2021 წლამდე მოაწერა და კლუბში 38 წლის ასაკამდე დარჩება.

იგი "პორტოს" რიგებში სამი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. სწორედ აქედან აღმოჩნდა 2007 წელს მადრიდის "რეალში".

პეპე ბოლოს "ბეშიქთაშის" რიგებში ირიცხებოდა და თურქული კლუბი რამდენიმე კვირის წინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

alt"ბეშიქთაშმა" პეპეს კონტრაქტი გაუწყვიტა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული